მსოფლიო მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანების ხელმძღვანელობა მიწვეულ იყო ქალაქ გუსარში, ბავშვთა საჭადრაკო სკოლისა და სხვა ობიექტების მოსანახულებლად.

ქ.გუსარი დაშორებულია ქ. ბაქოდან 200 კილომეტრით, ის წარმოადგენს საკურორტო ზონაში მყოფ რეგიონს და გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი , როგორც საკურორტო, ასევე სპორტის განვითარებისათვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გუსარის ულამაზესი საჭადრაკო სკოლა, რომელიც ააშენა და ბავშვებს უსასყიდლოდ გადასცა ადგილობრივმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ბატონმა ტეიფურ გეიბატოვმა.

უკვე რამოდენიმე წელია ამ შესანიშნავი ჭადრაკის სასახლეში ბავშვები ეუფლებიან ჭადრაკის ხელოვნებას, ასევე ინგლისურ ენასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. ბავშვებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა რანგის რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე ჰყავთ გამარჯვებულები და პრიზიორები. საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა ქალბატონმა მზია კერესელიძემ ჭადრაკის სასახლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს უსურვა შემდგომი წარმატებები.