2018 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანში ქ. ბაქოში გაიმართა საერთაშორისო მსოფლიო მეწარმეობის კვირეული, რომლის ორგანიზატორებიც გახლდათ აზერბაიჯანის მეწარმე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი საქინა ბაბაევა.
აღნიშნული ორგანიზაცია და საქ.საქმ.ქალთა გაერთიანებას შორის არსებობს ურათიერთ თანამშრომლობის და თანამეგობრობის მემორანდუმი.
ქ-ნი მზია კერესელიძე მიწვეულ იქნა ღონისძიებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმი წარიმართა და ჩატარდა მაღალ ორგანიზებულად და საქმიანად.
ესწრებოდნენ როგორც აზერბაიჯანში მოქმედი ქალთა ბიზნეს ორგანიზაციები , ასევე მოსაზღვრე
ქვეყნების ქალთა ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქ.საქმ.ქალთა გაერთიანების პრეზიდენტი მზია კერესელიძე, რომელმაც აღნიშნა ქალების უფრო ფართო ჩართულობა მცირე და საშუალო ბიზნესში. მათი სწავლებისა და გადამზადების საჭიროება. განსაკუათრებით ხაზი გაუსვა მოსაზღვრე ქვეყნებს შორის ურთიერთ თანამშრომლობისა და საერთო პროექტების განხორციელებას.
ფორუმმა საქმიან და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა . დაისახა ახალი მიმართულებები თანამშრომლობისათვის.