მიზნები და ამოცანები

  • საქართველოში ქალების დასაქმება. მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-პროექტებისათვის პარტნიორების, ინვესტორების და ფონდების მოძიება.
  • ღონისძიებების ორგანიზება ქალთა ინტეგრირებისათვის საზოგადოებაში და მეწარმე ქალთა ეკონომიური დამოუკიდებლობისათვის, საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა.
  • საინფორმაციო-სამართლებრივი დახმარება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ქალებისა და გოგონებისათვის ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში (ოჯახი, ყოფა, ჯანმრთელობა, განათლება, კარიერა).
  • ხელშეწყობა ქალის თვითრეალიზაციის საკითხებში.
  • ქალთა ჩართვა სამეწარმეო და ბიზნეს საქმიანობაში.
  • საზოგადოებრივი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, განვითარება და ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობა.
  • დროებით ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით კონსულტაციების გაწევა (იურიდიული, სამედიცინო, კულტურული და სხვ.), თანადგომა და დახმარება შესაბამის დიასპორებთან თანამშრომლობის მეშვეობით.

მზია კერესელიძე
პრეზიდენტი

საინჟინრო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სპეციალისტი. პროფესიონალური სპიკერი, ტრენერი, მცირე და საშუალო ბიზნესის პრაქტიკოსი ლიდერული სტრუქტურების შექმნისა და სისტემების მართვის ორგანიზატორი.

დავით გათენაძე
აღმასრულებელი დირექტორი

მანქანათმშენებლობის ინჟინერ-ტექნოლოგი. სახელმწიფო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ,საერთაშორისო ბიზნესის გავრცელება-განვითარების კერძო პრაქტიკა.

გიორგი კერესელიძე
ფინანსური დირექტორი

ეკონომისტ-ფინანსისტი, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო სტრუქტურებში მრავალწლიანი გამოცდილებით. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ეკონომიკის, აუდიტის და
იურიდიული საკითხების ექსპერტი.