2018 წლის 30 მაისს ქ.ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა   5-ე საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანელ ქალთა უფლებას არჩვნებში მონაწილეობის 100 წლისთავს.

,,საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანება“ ფორუმზე მიიწვია ,,აზერბაიჯანის მეწარმე ქალთა ასოციაციის“  პრეზიდენტმა  ქალბატონმა  საკინა ბაბაევამ.

აღნიშნული ფორუმი მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ფორუმზე ვრცლად იყო საუბარი აზერბაიჯანელი ქალის ჩართულობაზე პოლიტიკის, ბიზნესის, განათლების, კულტურის,მეცნიერებისა და სხვა საკითხებში. ნაჩვენები იქნა ფილმი რომელშიც იყო წარმოდგენილი საუკუნის მანძილზე აზერბაიჯანელი ქალის მიერ განვლილი გზა, მათი დიდი როლი ქვეყნის აღმშენობლობისა და განვითარების საქმეში.   ქვეყნის პირველი პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძრვანელების მილოცვები და გამოსვლები. გაიმართა დარგობრივი კომისიების სემინარები. წარმოდგენილი იყო ინდ.მეწარმე ქალების მიერ შესრულებული ხელნაკეთობანი.

ფორუმი ჩატარდა ძალზე ორგანიზებულად და ნაყოფიერად, ,, საქარტველოს საქმიან ქალთა გაერთიანებიდან“ მასში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანების პრეზიდენტმა ქ-ნმა მზია კერესელიძემ და გაერტიანების აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა დავით გათენაძემ.2018 წლის 30 მაისს ქ.ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა   5-ე საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანელ ქალთა ულებას არჩვნებში მონაწილეობის 100 წლისთავს.

,,საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანება“ ფორუმზე მიიწვია ,,აზერბაიჯანის მეწარმე ქალთა ასოციაციის“  პრეზიდენტმა  ქალბატონმა  საკინა ბაბაევამ.

აღნიშნული ფორუმი მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა.