2018 წლის 1 ივნისს ქ.ბაქოში გაიმართა ,,საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანებასა“(გაერთიანების პრეზიდენტი ქ-ბნი მზია კერესელიძე) და ,, აზერბაიჯანის მეწარმე ქალთა ასოციაციას“( ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი საკინა ბაბაევა) შორის ურთიერთანამშრომლობის (მემორანდუმის) ხელმოწერა.
მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართა თბილ, მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში. აქვე უნდა აღინიშნოს ,რომ ეს ღონისძიება დაემთხვა ჩვენი ქვეყნებისათვის ძალზე საზეიმო დღეებს, დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. ასეთ ამაღლებულ ვითარებაში შთამბეჭდავი იყო ორ მოძმე ხალხს შორის კიდევ ერთი დასტური ურთიერთანამშრომლობის, მეგობრობისა და სამოქმედო გეგმების შესახებ, რაზედაც ისაუბრეს ქალბატონმა მზია კერესელიძემ და ქალბატონმა საკინა ბაბაევამ. მათ ხაზი გაუსვეს ქალთა უფრო მეტად ჩართულობას ბიზნესის, კულტურის, განათლების, სოციალურ და სხვა საკითხებში. ხაზი გაესვა ორივე ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების თვალსაზრისით ქალთა ფარტო ცარტულობაზე და შესაბამის დიასპორებტან მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობაზე.
მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს სათანადო ხელშეწყობასა და თანადგომისატვის.
შეხვედრა ფართოდ გაშუქდა პრესის მიერ.