2018 წლის 17 აპრილს ლიტვაში ქალაქ დაუგავაპილსში, საქართველოს საქმიან ქალთა გაერთინების უშუალო ხელშეწყობითა და მონაწილეობით მოხდა ქალაქ დაუგავაპილსის ნაციონალურ უნივერსიტეტსა და შპს „განათლებული საქართველო“ ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ქალაქ დაუგავაპილსში იმყოფებოდა და ადგილზე მოლაპარაკება აწარმოა შპს „განათლებული საქარველო“ ს დირექორი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ალექსანდრე ცერცვაძე , რომელიც შეხვდა ქალაქ დაუგავაპილსის ნაციონალური უნივერსიტეტის პრორექტორს სასწავლო დარგში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს ქალბატონ მაია ბურიმას.
მათ მიერ მოხდა ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხილვა, ასევე შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო“საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა დავით გათენაძემ.